
FRIXX საქართველოს ბაზარზე 2015 წლის მარტის ბოლოს გამოჩნდა. პროდუქტს უნიკალური გემო, ხარისხი და წარმოების ტექნოლოგია გამოარჩევს, რაც ადგილობრივი ნედლეულისა და ევროპული სტანდარტების დამსახურებაა.
დასაწყისში ახალბედა კომპანიას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია მომხმარებელში ნდობის მოსაპოვებლად, თუმცა სწორედ მომხმარებლის აზრის გათვალისწინებისა და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირების საშუალებით დღეს FRIXX წარმატებით განაგრძობს პოზიციონირებას ქართულ ბაზარზე. მას თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვდებით.
FRIXX მხიარულებისა და გართობის მოყვარული ახალგაზრდებისთვის არის შექმნილი. ბრენდის მთავარი პროდუქტი ქართული კარტოფილით დამზადებული ჩიფსია. FRIXX რამდენიმე სიტყვის კომბინაციაა: [Free + Fries + Freaks] = [თავისუფლება + კარტოფილი ფრი + ფრიკები]. რაც შეეხება ლოგოს, მასზე მთებია გამოსახული წარწერით „CAUCASUS CHIPS“. FRIXX „კავკასიის მთების“ ჩიფსია და მისი ექსპორტი კავკასიის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება.
FRIXX-ის კარტოფილის მინდვრები ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. კომპანია ასევე აქტიურად ხელს უწყობს და თანამშრომლობს ქართველ ფერმერებთან საუკეთესო ნედლეულის მისაღებად.